დღევანდელ დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა და გადავედით პორთფოლიოს დათვალიერებაზე, ასევე თითოეულმა ჯგუფის წევრმა წარმოადგინა საკუთარი პროექტის შინაარსი რომელთაგან გამოვყოფდი ქალბატონი მარინა ფირუაშვილის (გავუფრთხილდეთ გულს) და ქალბატონი ლია ბოლოთაშვილის (ელექტრული დენის მიღება- გამოყენება) პროექტებს,ვფიქრობ საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის,დღევანდელ დღეს ასევე ვიმუშავეთ ბლოგზე და ერთმანეთს პროექტებზე დავუწერეთ კომენტარები.
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა,მინდა ავღნიშნო,რომ ტრენინგი ჩემთვის იყო საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს საჭიროც.ვისწავლე ბევრი ისეთი რამ,რაც აუცილებლად დამეხმარება სამომავლოდ გაკვეთილის ჩატარების დროს.ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ჯგუფის წევრების,ყველა ძალიან დადებითი ადამიანია და საკუთარი საქმის პროფესიონალი და რაღათქმაუნდა ქალბატონი ქეთევანი,რომელიც არის ძალიან ენერგიული,ჰუმანური და პროფესიონალი,რომელთანაც დროის ხანგრძლივობას ვერ ვრგძნობ ისე საინტერესოდ მიჰავს ტრენინგი. სამომავლოდ ვისურვებდი კიდევ გავიარო მსგავსი ტრენინგები ქალბატონ ქეთევანთან.
ინტელის სასწავლო კურსი
Saturday, October 7, 2017
Saturday, September 30, 2017
ტრენინგის მე-7 დღე
დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა ტრენინგის მასალის გამეორებით და გადავედით ისეთ საკითხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტში როლების გადანაწილების დროს( მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება).ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო ყველა ის საჭიროება,რაც შესაძლოა კლასში რომელიმე მოსწავლეს ახასიათებდეს და ვისწავლეთ თითოეულ მათგანზე დავალების მიცემის სხვადასხვა ხერხი,ამის შემდეგ გადავედით პროექტის გეგმაზე და კონკრეტულად გეგმის პროცედურების გაწერაზე,რაც საკმაოდ შრომატევადი იყო. კმაყოპილი ვარ დღევანდელი დღით.
Sunday, September 24, 2017
ტრენინგის მე-6 დღე
დღევანდელ დღეს გავიმეორეთ გუშინდელი მასალა.ქალბატონმა ქეტიმ ნიმუშის სახიტთ გვაჩვენა მოსწავლის პრეზენტაცია,რის შემდეგაც თავად დავიწყე მოსწავლის პრეზენტაციაზე მუშაობა, ვფიქრობ ,რომ საკმაოდ სწრაფად გავაკეტე და მოვახდინე მისი წარდგენა ტრენერთან და შენახვა საქაღალდეში.დღეს ასევე თვალი გადავავლეთ სხვა მასწავლებლების პროექტების გეგმებს,რაც საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის და ბოლოს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე,რომლებიც შევინახე ჩემ საქაღალდეში.
Saturday, September 23, 2017
ტრენინგის მე-5 დღე
დღევანდელ დღეს როგორც ყოველთვის გავიმეორეთ წინა დღის მასალა.მოვახდინეთ მასწავლებლის პორთფოლიოს პრეზენტაცია.ვისწავლე როგორ დავურთო პროექტს საჭირო მასალა და ასევე ამ მასალის მოძიების წყაროები. ვისწავლე,როგორ დავუთვალიერო ჩემ კოლეგას ბლოგი და დავუწერო კომენტარი,ასევე ვნახო ჩემ ბლოგზე მოსული კომენტარები.დღეს ვისწავლე მოსწავლის ბლოგის შექმნა,ბლოგში ინფორმაციის ჩამატება,სურათის დართვა და მისი რედაქტირება.დღევანდელმა დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.
Sunday, September 17, 2017
ტრენინგის მე-4 დღე
დღევანდელმა დღემ საკმაოდ საინტერესოდ და დატვირთულად ჩაიარა.გავიმეორეთ წინა დღის მასალა.ქალბატონმა ქეთიმ ჩვენთან ერთად განიხილა პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდები და გაგვაცნო დროში გაწერილი შეფასების გეგმა,რომელიც საკმაოდ საინტერესო და საჭიროა პროექტისათვის.ჩვენი ტრენინგი ჩემთვის ძალიან საინტერესო ფაზაში შევიდა,მოუთმენლად ველი შემდეგ შაბათ-კვირას.
Saturday, September 16, 2017
ტრენინგის მე-3 დღე
დღევანდელ დღეს ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით და შემდეგ დავიწყეტ მუშაობა პროექტის გეგმაზე,ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო პროექტისათვის ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის აუცილებლობა და მისი დადგენა სტანდარტიდან გამომდინარე პროექტის მიზნების განსაზღვრა,ასევე ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესახებ.
Sunday, September 10, 2017
ტრენინგის მე-2 დღე
დღევანდელმა დღემ საკმაოდ ნაყოფიერად და საინტერესოდ
ჩაიარა. თავდაპირველად გავიხსენეთ წინა დღის მასალა, მიმოვიხილეთ პროექტები, თითოეულმა
მონაწილემ დავასახელეთ საკუთარი პროექტის სათაური,რომელსაც ვაპირებთ რომ შემდგომში
განვახორციელოთ, ასევე გავეცანით ბუკლეტის შინაარსს და მის მნიშვნელობასა და ეფექტიანობას
პროექტისათვის. დღეს ასევე ვისწავლე word-ის
საკმაოდ სასარგებლო ინსტრუქციები, რაც დამეხმარება ბუკლეტის დამზადებაში, და ბოლოს
დავამზადე საკმაოდ საინტერესო ბუკლეტი ჩემი
პროექტისათვის სახელწოდებით ( ახალი წელი სხვადასხვა ქვეყნებში).კმაყოფილი ვარ დღევანდელი
დღით.
Subscribe to:
Posts (Atom)