Saturday, September 30, 2017

ტრენინგის მე-7 დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა ტრენინგის მასალის გამეორებით და გადავედით ისეთ საკითხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტში როლების გადანაწილების დროს( მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება).ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო ყველა ის საჭიროება,რაც შესაძლოა კლასში რომელიმე მოსწავლეს ახასიათებდეს და ვისწავლეთ თითოეულ მათგანზე დავალების მიცემის სხვადასხვა ხერხი,ამის შემდეგ გადავედით პროექტის გეგმაზე და კონკრეტულად გეგმის პროცედურების გაწერაზე,რაც საკმაოდ შრომატევადი იყო. კმაყოპილი ვარ დღევანდელი დღით.

Sunday, September 24, 2017

ტრენინგის მე-6 დღე

დღევანდელ დღეს გავიმეორეთ გუშინდელი მასალა.ქალბატონმა ქეტიმ ნიმუშის სახიტთ გვაჩვენა მოსწავლის პრეზენტაცია,რის შემდეგაც თავად დავიწყე მოსწავლის პრეზენტაციაზე მუშაობა, ვფიქრობ ,რომ საკმაოდ სწრაფად გავაკეტე და მოვახდინე მისი წარდგენა ტრენერთან და  შენახვა საქაღალდეში.დღეს ასევე თვალი გადავავლეთ სხვა მასწავლებლების პროექტების გეგმებს,რაც საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის და ბოლოს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე,რომლებიც შევინახე ჩემ საქაღალდეში.

Saturday, September 23, 2017

ტრენინგის მე-5 დღე

დღევანდელ დღეს როგორც ყოველთვის გავიმეორეთ წინა დღის მასალა.მოვახდინეთ მასწავლებლის პორთფოლიოს პრეზენტაცია.ვისწავლე როგორ დავურთო პროექტს საჭირო მასალა და ასევე ამ მასალის მოძიების წყაროები. ვისწავლე,როგორ დავუთვალიერო ჩემ კოლეგას ბლოგი და დავუწერო კომენტარი,ასევე ვნახო ჩემ ბლოგზე მოსული კომენტარები.დღეს ვისწავლე მოსწავლის ბლოგის შექმნა,ბლოგში ინფორმაციის ჩამატება,სურათის დართვა და მისი რედაქტირება.დღევანდელმა დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.

Sunday, September 17, 2017

ტრენინგის მე-4 დღე

დღევანდელმა დღემ საკმაოდ საინტერესოდ და დატვირთულად ჩაიარა.გავიმეორეთ წინა დღის მასალა.ქალბატონმა ქეთიმ ჩვენთან ერთად განიხილა პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდები და გაგვაცნო  დროში გაწერილი შეფასების გეგმა,რომელიც საკმაოდ საინტერესო და საჭიროა პროექტისათვის.ჩვენი ტრენინგი ჩემთვის ძალიან საინტერესო ფაზაში შევიდა,მოუთმენლად ველი შემდეგ შაბათ-კვირას.

Saturday, September 16, 2017

ტრენინგის მე-3 დღე

დღევანდელ დღეს ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით და შემდეგ დავიწყეტ მუშაობა პროექტის გეგმაზე,ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო პროექტისათვის ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის აუცილებლობა და მისი დადგენა სტანდარტიდან გამომდინარე პროექტის მიზნების განსაზღვრა,ასევე ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესახებ.

Sunday, September 10, 2017

ტრენინგის მე-2 დღე




დღევანდელმა დღემ საკმაოდ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. თავდაპირველად გავიხსენეთ წინა დღის მასალა, მიმოვიხილეთ პროექტები, თითოეულმა მონაწილემ დავასახელეთ საკუთარი პროექტის სათაური,რომელსაც ვაპირებთ რომ შემდგომში განვახორციელოთ, ასევე გავეცანით ბუკლეტის შინაარსს და მის მნიშვნელობასა და ეფექტიანობას პროექტისათვის. დღეს ასევე ვისწავლე word-ის საკმაოდ სასარგებლო ინსტრუქციები, რაც დამეხმარება ბუკლეტის დამზადებაში, და ბოლოს დავამზადე  საკმაოდ საინტერესო ბუკლეტი ჩემი პროექტისათვის სახელწოდებით ( ახალი წელი სხვადასხვა ქვეყნებში).კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

Saturday, September 9, 2017

ტრენინგის 1 დღე

 ტრენინგის პირველმა დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.ტრენინგი დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობით,ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო ტრენინგის მე-3 მოდულის(ინტელის სასწავლო კურსი) მიზნები.გავეცანი ელექტრონულ სახელმძღვანელოს,სადაც ნათლად და გარკვევით წერია ყველა ის საკითხი,რომელიც სამომავლოდ დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვა-განხორციელებაში.ტრენინგის მსვლელობის დროს ვისწავლე პორთფოლიოს საქაღალდისა და საკუთარი ბლოგის შექმნა, გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ვფიქრობ, რომ მომდევნო დღეები კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.