Saturday, September 30, 2017

ტრენინგის მე-7 დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა ტრენინგის მასალის გამეორებით და გადავედით ისეთ საკითხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტში როლების გადანაწილების დროს( მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება).ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო ყველა ის საჭიროება,რაც შესაძლოა კლასში რომელიმე მოსწავლეს ახასიათებდეს და ვისწავლეთ თითოეულ მათგანზე დავალების მიცემის სხვადასხვა ხერხი,ამის შემდეგ გადავედით პროექტის გეგმაზე და კონკრეტულად გეგმის პროცედურების გაწერაზე,რაც საკმაოდ შრომატევადი იყო. კმაყოპილი ვარ დღევანდელი დღით.

No comments:

Post a Comment