ტრენინგის პირველმა დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.ტრენინგი დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობით,ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო ტრენინგის მე-3 მოდულის(ინტელის სასწავლო კურსი) მიზნები.გავეცანი ელექტრონულ სახელმძღვანელოს,სადაც ნათლად და გარკვევით წერია ყველა ის საკითხი,რომელიც სამომავლოდ დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვა-განხორციელებაში.ტრენინგის მსვლელობის დროს ვისწავლე პორთფოლიოს საქაღალდისა და საკუთარი ბლოგის შექმნა, გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ვფიქრობ, რომ მომდევნო დღეები კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.
No comments:
Post a Comment