Saturday, October 7, 2017

ტრენინგის მე-9 დღე

დღევანდელ დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა და გადავედით პორთფოლიოს დათვალიერებაზე, ასევე თითოეულმა ჯგუფის წევრმა წარმოადგინა საკუთარი პროექტის შინაარსი რომელთაგან გამოვყოფდი  ქალბატონი მარინა ფირუაშვილის (გავუფრთხილდეთ გულს) და ქალბატონი ლია ბოლოთაშვილის (ელექტრული დენის მიღება- გამოყენება) პროექტებს,ვფიქრობ საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის,დღევანდელ დღეს ასევე ვიმუშავეთ ბლოგზე და ერთმანეთს პროექტებზე დავუწერეთ  კომენტარები.
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა,მინდა ავღნიშნო,რომ ტრენინგი ჩემთვის იყო საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს საჭიროც.ვისწავლე ბევრი ისეთი რამ,რაც აუცილებლად დამეხმარება სამომავლოდ გაკვეთილის ჩატარების დროს.ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ჯგუფის წევრების,ყველა ძალიან დადებითი ადამიანია და საკუთარი საქმის პროფესიონალი და რაღათქმაუნდა ქალბატონი ქეთევანი,რომელიც არის ძალიან ენერგიული,ჰუმანური და პროფესიონალი,რომელთანაც დროის ხანგრძლივობას ვერ ვრგძნობ ისე საინტერესოდ მიჰავს ტრენინგი. სამომავლოდ ვისურვებდი კიდევ გავიარო მსგავსი ტრენინგები ქალბატონ ქეთევანთან.

No comments:

Post a Comment